კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა “მილანში” დაბრუნდეს

Premium Sport-ის ცნობით იტალიური კლუბი 35 წლის შვედი თავდამსხმელის მოწვევის შესაძლებლობას განიხილავს.

იტალიური გამოცემა Tuttosport-ი აცხადებს, რომ თვითონ ფეხბურთელი ისევ “როსონერის” რიგებში დაბრუნების წინააღმდეგი არის.

ზლატანმა “მილანი” 2012 წელს დატოვა და “პსჟ”-ში გადავიდა. მისი ბოლო კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედი” იყო, რომლის რიგებშიც მან სერიოზული ტრავმის მიღებამდე 46 მატჩი ჩაატარა, სადაც 28 გოლი გაიტანა.