კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზიდანი: “ისკომ დაიმსახურა ახალი ხელშეკრულების გაფორმება”

ისკო რეალის რიგებში

ახლო მომავალში “რეალის” ნახევარმცველი გააფორმებს ახალ ხელშეკრულებას “სამეფო კლუბთან”.

უეფას სუპერთასის ფინალის შემდეგ, ამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელმა ისკომ განაცხადა რომ: “თითქმის შევთანხმდით, დეტალები დაგვრჩა. ვფიქრობ ახლო მომავალში ოფიციალურად შევძლებთ გავაცხადოთ ახალ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.” – განაცხადა ისკომ ESPN-ს.

რის შემდეგ ზიდანმაც კომენტარი გააკეთა ამ თემაზე: “კი, ისკომ დაიმსახურა ხელშეკრულების გაგრძელება. მან გაიტანა შესანიშნავი გოლი. მაგას უნიკალური სათამაშო სტილი აქვს.” – განაცხადა ზიდანმა AS-ს.

ესპანელის მიმდინარე ხელშეკრულება ძალაშია 2017 წლის 30 ივნისამდე.