კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნეიმარი: “ბევრს ეგონა, რომ “ბარსელონას” დატოვება სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ მე ცოცხალი ვარ როგორც არასდროს”.

ნეიმარ და სილვამ ”პარი სენ-ჟერმენის” რიგებში დებიუტი გოლითა და საგოლე პასით აღნიშნა.

საფრანგეთის ლიგა-1-ის მე-2 ტურში დედაქალაქურმა კლუბმა ”გენგამს” სტუმრად სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. ამ შეხვედრაში ანგარიში 52-ე წუთზე ჯორდან იკოკოს ავტოგოლის შედეგად გაიხსნა. 62-ე წუთზე ნეიმარის გადაცემა ედინსონ კავანის გოლით დაგვირგვინდა. 82-ე წუთზე კი ასისტენტის როლში უკვე ურუგვაელი ფორვარდი მოგვევლინა და ”ბარსელონას” ექს-მოთამაშემ პარიზელთა რიგებში სადებიუტო გოლი მიითვალა.

“ჩემი დებიუტით ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან სასიამოვნოა თანაგუნდელებთან თამაში, გოლის გატანა, გამარჯვება და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მიღება.” – ნეიმარის სიტყვებს გადმოგვცემს AS-ი.

“ახლა ძალიან მშვიდად ვარ. ვიცოდი რომ “ბარსელონადან” წასვლა ძნელი იქნებოდა, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “პსჟ”-ში ავღმოჩნდი”.

“ბევრს ეგონა, რომ “ბარსელონას” დატოვაბა სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ მე ცოცხალი ვარ როგორც არასდროს. შეიცვალა მხოლოდ ქვეყანა, ქალაქი და გუნდი. ფეხბურთი იგივე დარჩა”.

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში, 20 აგვისტოს უნაი ემერის გუნდი ”ტულუზას” უმასპინძლებს. ეს შესაძლოა ნეიმარის პარიზული გუნდის რიგებში პირველი საშინაო მატჩი აღმოჩნდეს.