კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უსეინ ბოლტმა კარიერაში ბოლო 100-მეტრიანი გარბენი წააგო (ვიდეო)

ამერიკელი ათლეტისთვის ეს პირველი დამარცხება იყო ამ დისტანციის ფინალურ გარბენში.

ლონდონში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მძლეოსნობაში ლეგენდარულმა იამაიკელმა სპრინტერმა 100 მეტრი 9,95 წამში გაირბინა და მხოლოდ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი ამერიკელ ჯასტინ გეტლინს ერგო. ამ უკანასკნელმა დისტანცია 9,92 წამში დაფარა. მეორე საპრიზო ადგილი კიდევ ერთმა ამერიკელმა კრისტიან კოულმენმა დაიკავა, რომლის შედეგიც 9,94 წამი იყო.

უსეინ ბოლტის უკანასკნელი გამოსვლა 12 აგვისტოს 4×100 მეტრზე ესტაფეტაში შედგება.