კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vivaronews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ტოტენჰემის” თავდამსხმელი ტრავმის გამო ტურის პირველ მატჩს გამოტოვებს

ჰინ მინ სონი და ჰარი კეინი

ინგლისური “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰინ მინ სონი გამოტოვებს პრემიერ ლიგის პირველ მატჩს.

კორეელი ფეხბურთელი ტრავმა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის 2018 შესარჩევი ტურის მორიგ თამაშის დროს სამხ. კორეა – კატარი. თავდამსხმელი ამ დღეებში ოპერაციას გადაიტანს და გამოტოვებს პრემიერ ლიგის 2017/18 სეზონის რამოდენიმე თამაშს.

“ტოტენჰემის” თავდამსხმელი ტურის დაწყებამდე გამოტოვებს ასევე ამხანაგურ მატჩს “პსჟ”-თან, რომელიც გაიმართება 23 ივლისს.

2016/17 სეზონში სონმა 21 გოლი ჩაიწერა თავის ანგარიშზე 47 ჩატარებულ თამაშში.