კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ტოტენჰემი” – “ჩელსი” | მატჩის დრამატული ფინალი და ესპანელი გმირი (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-2 ტურის მატჩში “ტოტენჰემი” უემბლის სტადიონზე “ჩელსი” წინააღმდეგ მატჩში 2-1 დამარცხდა.

“ჩელსი” შეხვედრიში 24-ე წუთზე მარკოს ალონსოს გოლით დაწინაურდა, ხოლო 82-ე წუთზე მასპინძლებმა მეტოქის ფორვარდის, მიში ბატშუაის ავტოგოლის ხარჯზე ანგარიში გაათანაბრეს. მაგრამ ამით შეხვედრის ბედი არ გადაწყვეტილა. მატჩის მიწურულს, ისევ ალონსომ 88-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში “ჩელსიმ” რიგით  მეორე გამარჯვება იზეიმა, ხოლო “ტოტენჰემისთვის” ეს პირველი მარცხი აღმოჩნდა.