კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილები ევროპულ კლუბებში (ფოტო)

ლუკა ლოჩოშვილი,დინამო თბილისი

თბილისის “დინამოს” ორი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი, აკადემიის აღზრდილები  – ლუკა ლოჩოშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას უცხოეთში გააგრძელებენ. ლუკა ლოჩოშვილი უკრაინაში იმყოფება და კონტრაქტი იქაური ფეხბურთის გრანდთან, კიევის “დინამოსთან” გააფორმა. მოგეხსენებათ, რომ ლუკას ტრავმა აწუხებდა და თბილისში დაწყებულ სარეაბილიტაციო პროცესს კიევში გააგრძელებს. გიორგი ჩაკვეტაძემ კი კონტრაქტი ბელგიურ “გენტთან” გააფორმა და გუნდს ახალგაზრდული სანაკრებო თამაშების შემდეგ შეუერთდება.

კლუბი სატრანსფერო სარგებელის გარდა მომავალში ამ ფეხბურთელების გასხვისებიდანაც მიიღებს დივიდენდებს. “დინამო თბილისი” მადლობას უხდის ლოჩოშვილსა და ჩაკვეტაძეს და იმედოვნებს, რომ ისინი გაამართლებენ მათზე გაცემულ იმედებსა და ავანსებს, რითაც “დინამოს” აკადემიას და მთლიანად ჩვენს ქვეყანას ასახელებენ.

FCDinamo