კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სოლომონ კვირკველია ივლისის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა

სოლომონ კვირკველია მოსკოვის ”ლოკომოტივის” ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამ ინფორმაციას დედაქალაქელთა ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების მცველმა რუსული კლუბის ვებ-გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში 7 428 ხმა(43,9%) მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა.

25 წლის მოთამაშემ მანუელ ფერნანდეში(39,2%) და იგორ დენისოვი(5,1%) ჩამოიტოვა. გამოკითხვაში სულ 16 910 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ სოლომონ კვირკველიამ რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხი მატჩი ჩაატარა და ტულის ”არსენალთან” დაპირისპირებაში გამარჯვების გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი 3-ჯერ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.