კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სერხი რობერტო გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს

რობერტო ბარსელონას რიგებში

“ბარსელონას” ნახევარმცველი სერხი რობერტო ფიქრობს გუნდის შეცვლაზე.

პაულინიოს შეძენის შემდეგ, სერხი რობერტო თავის მომავალზე დაიწყო ფიქრი – აცხადებს El Mundo Deportivo.

ესპანელ ნახევარმცველს, რომელსაც შეუძლია მარჯვება მცველის პოზიციაზე თამაში, ეჭვები აქვს, რომ შეძლებს საკმარისი სათამაშო დრო მიიღოს ამ სეზონში.

ცნობილია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჩელსი” მზად არიან რობერტოს ტრანსფერში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.

გასულ სეზონში რობერტომ 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა თავის ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონატში 32 გატარებულ შეხვედრებში.