კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სასამართლო დარბაზში რონალდუს სიტყვებმა ისევ სატრანსფერო ვნებები ააღელვეს

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ინგლისში დაბრუნება სურს.

ამ ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს.

“ოქროს ბურთის” ოთხგზის მფლობელს გადასახდების დამალვის გამო უყენებენ ბრალს. ამასთან დაკავშირებით 31 ივლისს სასამართლო სხდომაზე რონალდუმ განაცხადა:

“ინგლსიში ასეთი პრობლემები არასდროს არ მქონია, ამის გამოც იქ დაბრუნება მინდა. მე ყოველთვის ვიხდიდი გადასახდებს, ყოველთვის. ინგლისშიც და ესპანეთშიც”.

შეგახსენებთ, რომ ივნისში საკმაოდ ხშირად საუბრობდნენ გადასახდებთან დაკავშირებით სკანდალის გამო რონალდუს მადრიდის “რეალიდან” წასვლის შესახებ.

პორტუგალიელმა “სამეფო” კლუბთან ახალი კონტრაქტი 2016 წლის ნოემბერს გააფორმა.