კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vivaronews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

სანჩესმა გადაწყვიტა თუ რომელ კლუბში გადავა

ალექსის სანჩესი

ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფერნანდო სოლაბარიეტამ, რომელიც Mega და Fox Sports საინფორმაციო ვებ-გვერდებთან თანამშრომლობს, განაცხადა, რომ “არსენალის” შემტევმა ალექსის სანჩესმა თავის ახალ კლუბთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ჟურნალისტის ინფორმაციით,  ფეხბურთელი კარიერას “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში გააგრძელებს.

ამ დროისთვის “ქალაქელების” საჭესთან პეპ გვარდიოლაა, ვისთანაც სანჩესი “ბარსელონაში” მუშაობდა.

ჩილელი ფეხბურთელით დაინტერესებულია ასევე მიუნხენის “ბაიერნი“.

არსენალმა” 2016/17 წლების სეზონში ინგლისის თასი მოიგო, მაგრამ ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის შემდგომ გათამაშებაში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას.