კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველომ ათენში საბერძნეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრები

საქართველოს ეროვნული ნაკრებიაკროპოლისის თასის” გათამაშებაში ჩაება. ილიას ზუროსის პირველი მეტოქე საბერძნეთის ეროვნული გუნდი გახლდათ, რომელიც წარმომადგენლობითი საერთაშორისო ტურნირის მასპინძელი და ფავორიტია.

ქართველებმა ღირსეულად ითამაშეს ძლიერ მეტოქესთან და გამარჯვება მოიპოვეს 72:71.

საქართველოს ნაკრებს ჰქონდა კარგი მომენტები და ჰქონდა ჩავარდნები. ეს მატჩი უდაოდ ძალიან დადებითი იყო ჩვენი გუნდისთვის. ძლიერ მეტოქესთან, მისსავე მოედანზე ასე ღირსეულად ასპარეზობა ნამდვილი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ნაკრების მოსამზადებელი პერიოდი აღმავლობით მიმდინარეობს და როცა ევროპის ჩემპიონატამდე პროგრესს კიდევ განიცდის.

საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს სერბეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.