კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საფრანგეთის ლიგა 1 დაიწყო | მბაპეს ტრავმა და “მონაკოს” გამარჯვება გოლმრავალ შეხვედრაში (ვიდეო)

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2017/2018 წლების სეზონის გახსნის მატჩში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ”მონაკომ” საკუთარ მოედანზე ”ტულუზას” დაძაბულ ბრძოლაში – 3:2 აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ლეონარდუ ჟარდიმის გუნდი ორჯერ მარცხდებოდა. “მონეგასკების” შემადგენლობაში მეტოქის კარი ჟემერსონმა, ფალკაომ და გლიკმა აიღეს. სტუმართაგან გოლები ზინედინ მაშაშისა და ენდი დელორის ანგარიშზეა.

შეხვედრის მსვლელობისას ”მონაკოს” ერთ-ერთი ლიდერი კილიან მბაპე დაშავდა და მოედანი 75-ე წუთზე დატოვა.

საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტური დღეს გასამართი ხუთი დაპირისპირებით გაგრძელდება. ”პსჟ” საშინაო მატჩში ლიგა 1-ში დაბრუნებულ ”ამიენს შეხვდება”. პარიზელთა ბრაზილიელი ახალწვეული ნეიმარი მოახლოებულ შეხვედრაში ვერ იასპარეზებს, ვინაიდან საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციისგან სატრანსფერო ფურცელს ელის. ”პსჟ-სა და ”ამიენის” დუელი 19:15 საათზე დაიწყება.

დღეს კი ლიგა-1-ში შემდეგი მატჩები გაიმართება:

22:00 ლიონი – სტრასბური
22:00 მეცი – გენგამი
22:00 მონპელიე – კაენი
22:00 სენტ-ეტიენი – ნიცა
22:00 ტრუა – რენი