კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რონალდუ ვარჯიშს დაუბრუნდა მაგრამ “მანჩესტერის” წინააღმდეგ მატჩში არ ითამაშებს

კრიშტიანუ რონალდუ როგორც იქნა “რეალის” ვარჯიშებს დაუბრუნდა. ამის შესახებ Marca აცხადებს.

პორტუგალიელმა თავისი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, კონფედერაციის თასის გათამაშებაში მონაწილეობის შემდეგ ზინედინ ზიდანისგან დამატებითი შვებულება მიიღო და გუნდის ამერიკულ ტურნეში არ ჩაერთო.

დღეს რონალდუ გუნდს შეუერთდა, მაგრამ სავარაუდოდ უეფას სუპერთასისთვის  “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ მატჩში არ ითამაშებს.

“სამეფო” კლუბის თავკაცი რონალდუს გამოყვანას ესპანეთის სუპერთასისთვის “ბარსელონას” წინააღმდეგ მატჩში აპირებს.