კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რეალმა” UEFA-ს სუპერთასი მეოთხედ მოიპოვა (ვიდეო)

მადრიდის ”რეალმა” სკოპიეში ”მანჩესტერ იუნაიტედი”- 2:1 დაამარცხა და სუპერთასების კოლექცია გაიმდიდრა.

ზინედინ ზიდანის გუნდმა ეს ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო და ამ მაჩვენებლით ”მილანს” გაუტოლდა. ”როსონერიმ” ანალოგიურ წარმატებას 1989 და 1990 წლებში მიაღწია. სკოპიეში გამართულ დაპირისპირებაში 24-ე წუთზე დანიელ კარვახალის პასით კაზემირომ ანგარიში გახსნა. 52-ე წუთზე ბეილისა და ისკო ალარკონის მიერ გათამაშებული კედელი ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ესპანელი ნახევარმცველი დასახელდა. 62-ე წუთზე მანკუნიანელთაგან ერთადერთი საპასუხო ბურთი ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ გაიტანა.

”რეალი” მომდევნო შეხვედრას 13 აგვისტოს ჩაატარებს. ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩში დედაქალაქელები ”კამპ ნოუზე” ”ბარსელონას” დაუპირისპირდებიან.

”მანჩესტერ იუნაიტედი” 13 აგვისტოს ინგლისის პრემიერ ლიგის სასტარტო ტურში ”ვესტ ჰემ იუნაიტედს” უმასპინძლებს.