კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რეალმა” გარეტ ბეილის და კილიან მბაპეს შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ გარეტ ბეილი დაარწმუნა იმაში, რომ ის შემდეგ სეზონში გუნდის ერთერთი მთავარი როლი ერგება. ამ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

“სამეფო” კლუბში უელსის ნაკრების ფეხბურთელზე უარის თქმას არ აპირებენ. შესაბამისად, ამ ზაფხულს “მონაკოს” ფორვარდ კილიან მბაპესთვის ბრძოლას აღარ გააგრძელებენ. გამოცემა თვლის, რომ მეტად სავარაუდოა “რეალმა” 18 წლის ფორვარდის ტრანსფერის შეძენისთვის ბრფოლა ერთი წლის შემდეგ განაახლოს.

შეგახსენებთ, რომ ბეილით დაინტერესებულია “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვთნელი ჟოზე მოურინიო, მაგრამ ფეხბურთელის ინგლისში დაბრუნება ამ ზაფხულს ნაკლებად სავარაუდოა.