კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რატომ ვერ ახერხებს “ბარსელონა” კოუტინიოს ტრანსფერის შეძენას.

The Times-მა ფელიპე კოუტინიოს გადაბირებისთვის “ბარსელონას” სატრანსფერო შეთავაზების დეტალები გაარკვია.

კატალონიელები ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 118,6 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, რომელზეც ინგლისელებმა უარი განაცხადეს. მაგრამ “ბარსა” ამ მომენტისთვის მზად იყო გადაეხადა ამ თანხიდან მხოლოდ 82,1 მილიონი ევრო, და 36,5 მილიონი ევრო მერსისაიდელებს ბონუსის სახით უნდა მიეღოთ.

ამ ბონუსების აქტივაცია 5 წლის განმავლობაში უნდა მომხდარიღო, იმ შემთხვევაში, თუ კოუტინიო ერთ სეზონში რამდენიმე ტიტულის მოპოვებას შეძლებდა. გარდა ამისა ფეხბურთელი საკუთარ გუნდს რამდენიმეჯერ ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებაში უნდა დახმარებოდა და ამასთან ერთად “ოქროს ბურთი” უნდა მოეპოვებინა.