კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ყაზაიშვილი ლამაზი გოლის ავტორი (ვიდეო)

გუშინ, 06:30 საათზე MLS ჩემპიონატში ვალერი ყაზაიშვილის “სან ხოსემ” საკუთარ მოედანზე “ფილადელფიას” უმასპინძლა და დასრულდა ფრედ (2:2 ) ანგარიშით.

მატჩი განსაკუთრებული აღმოჩნდა ქართველი ფეხბურთელის ვაკოსთვის.

საქართველოს ნაკრებისა და “სან ხოსეს” ფეხბურთელმა თამაშის ანგარიში მე-3 წუთზე ბრწყინვალე დარტყმით გახსნა. მიუხედავად ამისა ვაკოს გუნდი მატჩის ბოლო წუთამდე მარცხდებოდა, თუმცა საბოლოოდ მათ მაინც მოახერხეს ქულის მოპოვება.

MLS-ის მიმდინარე სეზონში ეს ვაკო ყაზაიშვილისთვის რიგით მეორე გოლი გახლავს.