კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“პსჟ”-მ “ბარსელონა” უარით გაისტუმრა

“პსჟ”-მ გუნდის ჰავბეკის, ანხელ დი მარიას, “ბარსელონასთვის” 35 მილიონის სანაცვლიდ დათმობაზე უარი განაცხადა.

29 წლის არგენტინელი ფეხბურთელი “ბლაუგრანას” მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფება.

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ დი მარიას სანაცვლოდ “პსჟ”-ს 35 მილიონი ევრო შესთავაზა. გამოცემა AS-ის ცნობით პარიზული კლუბის უარის მიზეზი “ბარსელონას” მიერ შემოთავაზებული ძალიან მცირე თანხა აღმოჩნდა.

შეგახსენებთ რომ, თავის დროზე “პსჟ”-მ ანხელ დი მარია “მანჩესტერ იუნაიტედიდან” 63 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოიბირა.