კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“პსჟ” კიდევ ერთი ტრანსფერისთვის ემზადება. 150 მილიონი და 2 ფეხბურთელი მბაპეს სანაცვლოდ.

“პსჟ”-მ  ახალგაზრდა ფრანგი შემტევის, კილიან მბაპეს გადასაყვანად “მონაკოსთან” შეთანხმებას უკვე მიაღწია.

ამ ინფორმაციას Le Parisien ავრცელებს.

მბაპეს სანაცვლოდ “პსჟ” 150 მილიონ ევროს გადაიხდის. თანხის გარდა ტრანსფერის შედეგად “მონეგასკების” რიგებში ლუკას მოურა და გონსალუ გუედეში ჩაირიცხებიან.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში მბაპე “პსჟ”-სთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მსოფლიოს მეორე ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდება.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ნეიმარია, რომელიც პარიზულმა კლუბმა “ბარსელონადან” 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა.

მბაპეს წასვლის შემთხვევაში, “მონაკო” “ტორინოს” იტალიელი ფორვარდის, ანდრეა ბელოტის გადაბირებას შეეცდება.