კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

”მეთოფეებმა” დერბი პენალტებით მოიგეს და ინგლისის სუპერთასი მეთხუთმეტედ მოიპოვეს (ვიდეო)

”არსენალმა” ინგლისის სუპერთასისთვოს ლონდონურ დერბიში ”ჩელსი” საბოლოოდ პენალტების სერიაში 4-1 დაამარცხა და ეს ტიტული ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მესამედ მოიპოვა.

”უემბლის” სტადიონზე გამართული შეხვედრის 46-ე წუთზე ნიგერიელმა ვიქტორ მოზესმა ”არისტოკრატები” წინ გაიყვანა. 82-ე წუთზე ”მეთოფეების” ბოსნიელმა მცველმა სეად კოლაშინაცმა ანგარიში გაათანაბრა.

აღსანიშნავია, რომ მე-80 წუთზე ”ჩელსის” ესპანელმა ჰავბეკმა პედრო როდრიგესმა წითელი ბარათი მიიღო.

”არსენალმა” Community Shield-ის ჯილდო მეთხუთმეტედ დაისაკუთრა და ამ მაჩვენებლით ”ლივერპულს” გაუთანაბრდა. აბსოლუტურ რეკორდსმენად კი ”მანჩესტერ იუნაიტედი” გვევლინება, რომელსაც ქვეყნის სუპერთასი 21-ჯერ აქვს მოგებული.