კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

Le Parisien: “პსჟ”-ს “სასიკვდილო” შემტევი სამეული ეყოლება

კილიან მბაპე პარიზში

Le Parisien-ის ინფორმაციით, “პსჟ” სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეებს სავარაუდოდ კიდევ ერთ ძვირადღირებულ ტრანსფერს განახორციელებს.

დასვენების დღეებს, პარიზული კლუბი “მონაკოს” თავდამსხმელი კილიან მბაპეს შეიძენს, ხოლო ტრანსფერის ფასი კი 150 მილიონ ევრო ეღირება. ფეხბურთელი “პსჟ“-ში კვირაში 320 ათას ევროს ოდენობით ხელფასს მიიღებს, ხოლო “რეალ მადრიდი” სთავაზობდა მხოლოდ 120 ათას ევროს.

კლუბის სპორტული დირექტორი ანტერო ენრიკე ამ დროისთვის მოლაპარაკების ბოლო ეტაპზეა.

რაც შეეხება პარიზელებს, კლუბი ახლო მომავალში გაუშვებენ სერჟ ორიეს, გჟეგოჟ კრიხოვიაკს და იულიან დრაქსლერს, ასევე სავარაუდოა, რომ კლუბიდან წავა ანხელ დი მარიაც.

პსჟ“-ს ხელმძვანელობის სურვილია “სასიკვდილო სამეულის” ნახვა – ნეიმარი,მბაპე,კავანი.