კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“პარი სენ-ჟერმენმა” მორიგი მეგატრანსფერი განახორციელა

Mundo Deportivo-ს ცნობით, “პსჟ”-მ “მონაკოსთან” კილიან მბაპეს ტრანსფერის ღირებულებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

აღნიშნული წყაროს გადმოცემით, პარიზელები ახალგაზრდა თავდამსხმელის სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს გადაიხდიან, რომელიც ბონუსებთან ერთად შესაძლოა 200 მილიონს მიაღწიოს.

სულ მალე კლუბი გააფორმებს ხუთწლიან ხელშეკრულებას, ხოლო შემდეგ კვირას მბაპე უკვე “პსჟ”-ს ფეხბურთელის სტატუსით წარდგება.