კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ნეიმარმა ”პსჟ”-სთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ნეიმარ ჟუნიორმა ”პარი სენ ჟერმენთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

ფრანგებმა 25 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ ”ბარსელონას” 222 მილიონი ევრო გადაუხადეს. წინასწარი ინფორმაციით, სამხრეთამერიკელი მოთამაშე ხელფასის სახით ყოველკვირეულად 575 000 ევროს მიიღებს და პარიზელებს სპორტსმენის შეძენა ტრანსფერის ღირებულების, ხელფასისა და ბონუსების გათვალისწინებით მთლიანობაში 500 მილიონი ევრო დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ”ბარსელონამ” ”სანტოსს” ნეიმარ და სილვას სანაცვლოდ 88 მილიონი ევრო გადაუხადა. ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა ”ბლაუგრანასთან” ერთად 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, 3-ჯერ ესპანეთის ”სამეფო თასს” დაეუფლა, თითო-თითოჯერ კი ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, UEFA-ს სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.