კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნეიმარი. “ბარსელონას” ფეხბურთელები და გულშემატკივრები უკეთეს ხელმძღვანელობას იმსახურებენ”

“პსჟ”-ს ახალწვეულმა ნეიმარმა თავისი ყოფილი კლუბის, “ბარსელონას” ხელმძღვანელობის პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ძალიან წუხს თავისი ყოფილი თანაგუნდელებისთვის.

“როდესაც “ბარსელონაში” მოვედი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ გამოჩნდნენ ხელმძღვანელები, რომლებიც იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. ეს ძალიან სამწუხაროა.

იმედი მაქვს, რომ “ბარსაში” ყველაფერი დალაგდება და ისევ კონკურენტუნარიანი გუნდი გახდება. არ ვიცი რა ხდება იქ, მაგრამ ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შეწუხებულებს რომ ვხედავ, მეც მწყდება გული. ძალიან ბევრი მეგობარი დავტოვე “ბარსელონაში” და იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება” – განაცხადა ბრაზილიელმა ფორვარდმა.