კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნეიმარის აგენტი: “ამ კვირაში ნეიმარი პარიზში იქნება წარდგენილი”

“ბარსელონას” თამდამსხმელის, ნეიმარის წარმომადგენლებისგან ვაგნერ რიბერიომ დაადასტურა, რომ “პარი სენ-ჟერმენი” გადაიხდის ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას (222 მილიონი ევრო), და გარიგება ამ კვირაში დასასრულს მიაღწევს.

“პსჟ”- გადაიხდის გამოსასყიდ თანხას და ნეიმარი პარიზში ამ კვირაში წარდგება”- განაცხადა ვაგნერმა ბარსელონას “ელ პრატ” აეროპორტში.

უფრო ადრე კატალონიური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს “ბარსელონას” დატოვების სურვილი აქვს და მას დრო მისცეს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

უკანასკნელ სეზონში ნეიმარმა 45 შეხვედრა ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.