კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vivaronews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

NBA-ს სუპერფინალურ მე-4 შეხვედრაში ზაზას გუნდი კლივლენდთან დამარცხდა

ზაზა ფაჩულია

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალური სერიის მეოთხე მატჩში ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტ უორიორზი” “კლივლენდ კავალიერსთან” სტუმრად ანგარიშით 137:116 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 15 წუთი გაატარა. ამ დროში მან საკუთარ გუნდს 6 ქულა და 3 მოხსნა მოუტანა.

კლივლენდელებმა პირველი პერიოდი ანგარიშით 49:33  მოიგეს და მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობეს.

სუპერფინალების ისტორიაში “კავალერიის” ჩაგდებული 49 ქულა რეკორდული მაჩვენებელია. გუნდს ყველაზე მეტი 40 ქულა კარი ირვინგმა მოუტანა. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა, 3, ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა მიითვალა. კევინ ლავის მონაგარმა 23 ქულა შეადგინა.

“გოლდენ სტეიტში” გამოირჩეოდა კევინ დიურანტი, რომელმაც 35 ქულა დააგროვა, ხოლო სტეფ კარიმ 14 ქულა და 10 პასი მიითვალა.

ამ დროისთვის სერიას იგებს “გოლდენ სტეიტი” ანგარიშით 3:1.
მომდევნო შეხვედრა ოკლენდში 13 ივნისს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.