კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მოდრიჩი “ბარსელონასთან” მატჩს 2014 წელს მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვებს

13 აგვისტოს ”კამპ ნოუზე” დაგეგმილ ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში ”რეალს” ხორვატი ჰავბეკი ლუკა მოდრიჩი ვერ დაეხმარება. ამის შესახებ მადრიდელთა ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

31 წლის ბალკანელმა 2014 წელს ესპანეთის სუპერთასზე ”ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში წითელი ბარათი მიიღო და მოახლოებულ ”ელ კლასიკოს” დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვებს.

”რეალისა” და ”ბარსელონას” საპასუხო დუელი 16 აგვისტოს ”სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე შედგება.

ლუკა მოდრიჩი ჩემპიონთა ლიგის განვლილი სეზონის სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის მოხვდა.