კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vivaronews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

აგენტი: “მესის “რეალში” გადასვლა შეეძლო”

ლეონელ მესი

არგენტინელმა საფეხბურთო აგენტმა ჰორაციო გადჯოლიმ 13 წლის ლეონელ მესი თავის დროზე “ბარსელონაში” ჩამოიყვანა, მაგრამ მან აღიარა, რომ მის კლიენტს შეეძლო “რეალის” ფეხბურთელი გამხდარიყო.

“ცხოვრება ისე გაეწყო, რომ ბარსელონაში გადავედი, ხოლო მესიმ ამ კლუბში გამოსაცდელი თამაშები დაიწყო. თავდაპირველად ყველაფერი მადრიდში გადასვლისკენ მიდიოდა. ასე რომ მომხდარიყო, მესი ჩემთან ერთად ესპანეთის დედაქალაქში გადაბარგდებოდა. მესის დღესაც შეუძლია “რეალის” ფეხბურთელი გახდეს.

როდესაც ის აეროპორტში ვნახე, ვიფიქრე, რომ ეს ბიჭი ფეხბურთელი ვერ გახდება, ის ძალიან პატარა ტანის იყო და მასზე მაინც და მაინც  დიდი აზრის არ ვიყავი. მაგრამ როდესაც “ბარსელონაში” მის თამაშს თვალყურს ვადევნებდი, მივხვდი, რომ ის უდიდესი ფეხბურთელი გახდებოდა” – ყვებოდა აგენტი.