კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მბაპე თანაგუნდელებს ეჩხუბა და ვარჯიშების მიტოვება მოუხდა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურის მატჩის წინ გამართულ ვარჯიშზე, “მონაკოს” ახალგაზრდა შემტევმა, კილიან მბაპემ თანაგუნდელ ანდრეა რაჯისთან იჩხუბა, რის გამოც კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ის ვარჯიშებიდან მოკვეთა.

ამ ფაქტის შემდეგ “მონაკომ” მბაპე დასაჯა და ფეხბურთელი “მეცთან” მატჩის განაცხადში ამიტომ ვერ მოხვდა.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მბაპემ მხოლოდ 75 წუთი ითამაშა. განვლილი ტური მან სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის მოთამაშემ, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში “პარი სენ-ჟერმენში” გადაინაცვლოს.