კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გაბონელი ნახევარმცველი მარიო ლემინა კარიერას ”საუთჰემპტონის” რიგებში გააგრძელებს.

მარიო ლემინა ”იუვენტუსიდან”  ”საუთჰემპტონში” გადავიდა.

ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

“საუთჰემპტონმა” აფრიკელ მოთამაშესთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ტრანსფერის სანაცვლოდ ”იუვენტუსს” 17 მილიონი ევრო გადაუხადა.

ლემინა იტალიურ კლუბში 2016 წელს ”მარსელიდან” ჩაირიცხა. მისმა ტრანსფერის ღირებულებამ 9,8 მილიონი ევრო შეადგინა.

2016/2017 წლების სეზონში სპორტსმენმა 29 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც თავი თითო-თითო გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.