კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

Marca. “ბარსელონა” დემბელეს და კოუტინიოს სანაცვლოდ შეთავაზებულ თანხას გაზრდის.

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა “ლივერპულის” ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს და დორტმუნდის “ბორუსიის” თავდამსხმელის, უსმან დემბელეს ტრანსფერისთვის უფრო მეტი თანხის გამოყოფას გეგმავს.

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები მზად არიან ამ ორი ფეხბურთელის სანაცვლოდ 300 მილიონი ევრო გადაიხადონ.

შესაბამისად, “ბარსელონა” თითოეული ფეხბურთელისთვის 150 მილიონ ევროს გამოყოფს.