კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლუის სუარესი. “მადლობა შესანიშნავი მომენტებისთვის. მიყვარხარ უმცროსო ძმაო”

“ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი თანაგუნდელს, ნეიმარს დაემშვიდობა, რომელიც ამ დღეებში “პსჟ”-ში გადავა.

“ჩემო მეგობარო, მე შენ ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადო შენი თანადგომისთვის, იმ ყველაფრისთვის რაც შენგან ვისწავლე. გმადლობ შესანიშნავი მომენტებისთვის, რომლებიც ერთად გავატარეთ. ასე გააგრძელე და არასოდეს არ შეიცვალო. მიყვარხარ უმცროსო ძმაო” – დაწერა სუარესმა.