კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლივერპულმა” კოუტინიოს სატრანსფერო ღირებულება განსაზღვრა.

“ლივერპულმა” გუნდის ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერის საკითხთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა.

abola.pt-ს ცნობით, ინგლისური კლუბი მზადაა ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონას” 160 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაუთმოს.

აქამდე კატალონიურმა კლუბმა კოუტინიოს ტრანსფერის მიზნით სამი შეთავაზება გააკეთა, მაგრამ სამვივეზე უარი მიიღო. ახლა შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს.

იმ შემთხვევაში, თუკი ეს ტრანსფერი განხორციელდება, მერსისაიდელები ეცდებიან ბაიერნის ნახევარმცველთან, რენატუ სანშესთან გააფორმონ კონტრაქტი.  აღეს Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი ამ დღეებში კლუბის შეცვლას აპირებს.