კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლიონელ მესის მესამე შვილი ეყოლება

გამოცემა AS -ის ცნობით,  „ბარსელონას“ არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი და ანტონელა როკუცო მესამე შვილს ელოდებიან.

ბავშვის სქესი ამ დროისათვის უცნობია. ლიონელ მესისა და ანტონელა როკუცოს ქორწილი მიმდინარე წლის 30 ივნისს ჰქონდათ. წყვილს ორი ვაჟიშვილი- 4 წლის ტიაგო და ერთი წლის მატეო ჰყავს.

კრიშტიანუ რონალდუს სუროგატი დედისგან სამი შვილი ჰყავს. ამჯერად პორტუგალიელი მოთამაშე ოჯახში მატებას მეგობარ გოგონა ჯორჯინია როდრიგესისგან ელის.