კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლა ლიგის პირველი ტური ფავორიტების გამარჯვებით დაიწყო.

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის პირველ ტურში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „რეალმა“ გასვლით შეხვედრაში ლა კორუნიის „დეპორტივოს“ დიდი ანგარიშით 3:0 სძლია.

დედაქალაქელთა  რიგებში გოლები ბეილმა, კაზემირომ და კროოსმა გაიტანეს. შეხვედრის 89-ე წუთზე გალისიელთა რუმინელმა ფორვარდმა ფლორინ ანდონემ 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. 92-ე წუთზე კი “სამეფო კლუბის” კაპიტანმა სერხიო  რამოსმა  წითელი  ბარათი  მიიღო.

„ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ სევილიის „რეალ ბეტისს“ ანგარიშით 2-0 მოუგო. 36-ე წუთზე რუმინელმა მცველმა ალინ ტოსკამ ავტოგოლი გაიტანა. 39-ე წუთზე ჟერარ დელოფეუს გადაცემით თავი სერხი რობერტომ გამოიჩინა.

ბილბაოს „ატლეტიკისა“ და „ხეტაფეს“ დაპირისპირებაში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.

ლა ლიგის სასტარტო ტური დღეს დაგეგმილი ორი მატჩით დასრულდება. 22:15 საათზე „ლევანტესა“ და „ვილიარეალის“ ვალენსიური დერბი გაიმართენა, ხოლო 24:00 საათზე „მალაგასა“ და „ეიბარის“ შეხვედრა დაიწყება.