კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კვირკველიას „ლოკომოტივმა“ დრამატულ ბრძოლაში ანანიძის „სპარტაკი“ დაამარცხა

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-7 ტურში მოსკოვის „ლოკომოტივმა“ დედაქალაქურ დერბიში „სპარტაკს“ სტუმრად – 4:3 სძლია.

ანანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მასიმო კარერამ ქართველი ნახევარმცველი 49-ე წუთზე შეცვალა. სოლომონ კვირკველიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა.

აღსანიშნავია, რომ „სპარტაკმა“ პირველი ნახევარი 2:0 მოიგო, თუმცა ალექსანდრ სამედოვის გაძევების გამო მეორე ტაიმი 10-კაციანი შემადგენლობით ჩაატარა.

ამ წარმატების შედეგად, „ლოკომოტივმა“ 16 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება. დედაქალაქელები ერთპიროვნულ ლიდერ „ზენიტს“ ერთი ქულით ჩამორჩებიან. ამავდროულად სანკტპეტერბურგელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

„სპარტაკმა“ კი მიმდინარე ჩემპიონატში მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში 8 ქულით ამ დროისათვის მე-11 პოზიცია უკავია.