კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კოუტინიომ “ლივერპულის” ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ ის ჩემპიონთა ლიგის მატჩებში არ ჩართონ.

“ლივერპულის” ნახევარმცველმა ფელიპე კოუტინიომ გუნდის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ ის ჩემპიონთა ლიგის მატჩებში არ ჩართონ.

beIN sports-ის ცნობით, ბრაზილიელი ჰავბეკის გადაწყვეტილება “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლასთან არის დაკავშირებული.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, კატალონიელები მე-4 შეთავაზებით მზად არიან 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 138 მილიონი ევრო გადაიხადონ.

შეახსენებთ, რომ ამ დრომდე კოუტინიოს არ უთამაშია “ლივერპულის”  2017/18 სეზონის არცერთ მატჩში.

ოფიციალური ვერსიის თანახმად, კოუტინიოს ზურგის ტკივილები აწუხებს. უფრო ადრე კი მან გუნდის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ ის სატრანსფერო ბაზარზე გაეყვანათ.