კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კონტე: “კურტუა პენალტის დარტყმაში ერთერთი საუკეთესოა”

ინგლისის სუპერთასის მატჩში “არსენალმა” პენალტების სერიაში “ჩელსის” 4-1 აჯობა (1-1 ძირითადი დრო).

გულშემატკივრების გასაკვირად, მე-2 დარტყმა კარში “ლურჯების” მეკარემ, ტიბო კურტუამ გაიტანა, რომელმაც ბურთი კარს ააცდინა.

შეხვედრის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განმარტა, თუ რატომ მიანდო პენალტის დარტყმა ბელგიელ გოლკიპერს.

“კურტუა პენალტის დარტყმაში ერთერთი საუკეთესოა”, — განაცხადა კონტემ.

“როდესაც გუნდში გყავს მოთამაშე, რომელიც ვარჯიშზე აჩვენებს, რომ ამ საქმეში ერთერთი საუკეთესოა, შენ მას 11-მეტრიანის დარტყმას მიანდობ.
არ დაგავიწყდეთ, რომ მორატამაც ვერ გაიტანა, ის კი თავდამსხმელია”, — აღნიშნა იტალიელმა.