კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vivaronews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კონფედერაციის თასი: კამერუნი-ავსტრალია. ველოდოთ დაძაბულ თამაშს (ფოტო)

კამერუნის ნაკრები

დღეს 19:00 საათზე კონფედერაციის თასის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში კამერუნის ნაკრები სანქ-პეტერბურგის “კრესტოვსკი” სტადიონზე ავსტრალიის ნაკრებს შეერკინება.

  • ორივე ნაკრებიც პირველ ჯგუფურ ეტაპის მატჩებში მარცხი განიცადეს
  • ორივე ნაკრების მწვრთნელები შემადგენლობის გაახალგაზრდებაზე მუშაობენ
  • ნაკრებები ისტორიაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს

კამერუნელებმა თასის გათამაშების დაწყებამდე ტრავმის გამო დაკარგეს ამბრუაზ ოიონგო, რომელსაც დღეს 26 წელი შეუსრულდა. ავსტრალიელები გერმანელებთან თამაშში დამარცხდნენ (2:3) და დღეს შეეცდებიან ქულის მოპოვება მეტოქესთან შერკინებისას.

ნაკრებების სავარაუდო შემადგენლობა:

კამერუნის ნაკრები: ფაბრის ონდოა, ერნესტ მაბუკა, ადოლფ ტეიკუ, მიშელ ნგადე-ნგაჯი, ქოლინს ფაი, სებასტიენ სიანი, არნო ჯუმი, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, კრისტიან ბასოგოგი, ვენსან აბუბაქარი, ბეჟამენ მუკანჯო.

ავსტრალიის ნაკრები: მეტ~თ რაიანი, ბეილი რაიტი, მილოშ დეგენეკი, ტრენ სეინსბერი, მარკ მილიგანი, აარონ მუი, აზიზ ბეჰიჩი, ჯექსონ ირვინი, ტომ როგიჩი, მეთიუ ლეკი, ტომი იურიჩი.