კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vivaronews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

FIFA-ს კონფედერაციის თასი. გერმანია – კამერუნი (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები)

კონფედერაციის თასის ჯგუფური ეტაპის შემაჯემებელ შეხვედრაში B ჯგუფში გერმანიის ნაკრები კამერუნის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ B ჯგუფის ოთხი გუნდიდან არცერთს პლეი-ოფში მოხვედრა ჯერჯერობით გარანტირებული არ აქვს. გერმანიისა და ჩილეს ნაკრებებმა 2 ტურის შემდეგ 4-4 ქულა დააგროვეს, მაშინ როდესაც კამერუნის და ავსტრალიის ნაკრებებს თითო ქულა აქვთ მოპოვებული.

მსოფლიო ჩემპიონების პლეი-ოფში გასვლისთვის საკმარისი იქნება, რომ კამერუნთან მატჩი არ წააგონ. ამავე დროს აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულებს მხოლოდ მოგება სჭირდებათ, და სასურველია – დიდი ანგარიშით.

დაგეგმილი შეხვედრა დღეს საღამოს 19:00 საათზე სოჭის “ფიშტი” ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. მატჩს კოლუმბიელი მსაჯი ვილმარ როლდანი განსჯის.

გთავაზობთ გერმანიის და კამერუნის ნაკრებების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობებს.

გერმანია - კამერუნი