კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

Marca: კილიან მბაპე “პსჟ”-ში გააგრძელებს კარიერას

წამყვანი სპორტული გამოცემების ინფორმაციით “მონაკოს” 18 წლის თავდამსხმელი კილიან მბაპე პარიერას “პსჟ”-ში გააგრძელებს.

თავდაპირველად პარიზის კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ “მონაკოს” 155 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. შედეგად “პსჟ”-ს ხელმძღვანელებმა თანხა 160 მილიონამდე გაზარდეს და  მე-2 შეთავაზებას ბონუსის სახით 20 მილიონი ევროც დაემატება.

“მონაკომ” თავის მხვრივ მბაპეს სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო მოითხოვა. მაგრამ შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონეგასკებმა ტრანსფერზე თანხმობა განაცხადეს და მბაპეს შემცვლელის ძებნა დაიწყეს.

“მონაკო” ახალგაზრდა ფორვარდის შემცვლელად “ლაციოს” და “სამპდორიას” თავდამსხმელებს, ბალდე კეიტას და პატრიკ შიკს მოიაზრებს.