კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჯანლუიჯი დონარუმა: “მე ფულზე საერთოდ არ ვფიქრობ”.

მილანის გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ნონარუმამ განაცხადა, რომ მას ფული საერთოდ არ აინტერესებს.

“მე მინდა მშვიდად დავტკბე ჩემი ცხოვრებით ოჯახთან და ჩემს შეყვარებულთან ერთად. ჩემთვის ფული მეორეხარისხოვანია. სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში ვერც მივხვდი რომ ფანებმა ყალბი დოლარები ისროლეს. მესმოდა გამოძახილები მაგრამ მხოლოდ მატჩის დასასრულს, როდესაც ვიდეოჩანაწერს ვუყურე,  მივხვდი, თუ რა სიტუაცია იყო. ძალიან დამწყდა გული. იმ მომენტში მინდოდა სრული კონცენტრაცია ახალგაზრდული ევროსკენ მიმემართა, და ძალიან მეწყინა, რომ გულშემატკივრებმა ჩათვალეს, თითქოს მათ ვუღალატე.

გამოგიტყდებით, მე ბევრი შემოთავაზება მივიღე. მე ბევრ რამეზე ვთქვი უარი, რათა დავრჩენილვიყავი იქ სადაც ჩემი სახლია. იმ მომენტში მხოლოდ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი კონცენტრირებული. 18 წლის ვიყავი და ეს იყო მომენტი, რომელიც შესაძლოა ჩემი კარიერისთვის გადამწყვეტი ყოფილიყო.

მე არ შემეძლო მაშინვე გადაწყვეტილების მიღება ასეთი დიდი კონტრაქტის შესახებ, ამიტომ მინდოდა სულ მცირე ტურნირის ბოლომდე მომეცადა. მე შემეძლო მეტის გამომუშავება, მაგრამ ეს ფულის საკითხი არ არის. ევროს დროს ჩემი გადაწყვეტილების ირგვლივ ნამდვილი ქაოსი შეიქმნა, რის გამოც ძალიან დამწყდა გული” – ახალგაზრდა მეკარის სიტყვებს გადმოგვცემს Corriere della Sera.