კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ივერი ჯულაყიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო

ფინეთის ქალაქ ტამპერეში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ივერი ჯულაყიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში სომხეთის წარმომადგენელ გევორქ მხეიანს- 6:4 სძლია და მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა. 97 კგ-მდე წონით კატეგორიაში კი გივი მაჭარაშვილს ვერცხლის მედალი ერგო.

ამგვარად, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ორი მედლით დაასრულა.