კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ისკოს გამოსასყიდი თანხა 700 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

მადრიდის ”რეალის” ესპანელ ნახევარმცველ ისკო ალარკონის გამოსასყიდი თანხა უახლოეს მომავალში 700 მილიონ ევროს მიაღწევს.

ამის შესახებ გამოცემა AS იტყობინება.

ეს მას შემდეგ მოხდება, რაც 25 წლის მოთამაშე ”სამეფო გუნდთან” ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. მადრიდელებმა გადაწყვიტეს ძირითადი გუნდის ყველა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა სულ მცირე 500 მილიონ ევრომდე გაზარდონ. ”რეალის” ახალგარდული გუნდის წევრების შეძენის მსურველ კლუბებს კი მინიმუმ 300 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.