კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vivaronews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ინტერი” პოგბას ძმას უმიზნებს

პოლ და ფლორენტინ პოგბა

მილანის “ინტერი” პოლ პოგბას უფროს ძმას, ფლორენტინ პოგბას უმიზნებს.

ამ ინფორმაციას Calciocomercato ავრცელებს. “ნერაძური” მზად არის ფლორენტინის სანაცვლოდ “სენტ-ეტიენს” 3,5 მილიონი ევრო გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “მანჩესტერ იუნაიტედმა” ფლორენტინის ძმის, პოლის სანაცვლოდ “იუვენტუსს” 105 მილიონი ევრო გადაუხადა.

ფლორენტინის გადაბირებას “ინტერის” გარდა “ატალანტაც” ცდილობს.

26 წლის მცველმა “სენტ ეტიენის” მაისურით 2016-17 წლების სეზონში 29 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.