კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დრაქსლერი შესაძლოა “ინტერში” გადავიდეს

”პსჟ”-ს’ გერმანელმა ნახევარმცველმა იულიან დრაქსლერმა შესაძლოა მომავალი სეზონიდან ”ინტერის” მაისური მოირგოს.

ამის შესახებ გამოცემა Corriere dello Sport იტყობინება.

მილანელები 24 წლის ფეხბურთელს განიხილავენ იმ გაცვლის პოტენციურ მონაწილედ, რომლის შემდეგაც პორტუგალიელმა ჰავბეკმა ჟოაუ მარიუ პარიზულ კლუბში უნდა გადაბარგდეს.

იულიან დრაქსლერი ”პარი სენ ჟერმენის” რიგებში გასული სეზონის მეორე ნახევარში ჩაირიცხა. ფრანგების შემადგენლობაში გატარებულ 25 შეხვედრაში გერმანიის ნაკრების მოთამაშემ თავი 10 გატანილი გოლით გამოიჩინა.