კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ინგლისის პრემიერ ლიგა დაიწყო | “არსენალი” – “ლესტერ სიტი”

11 აგვისტოს ინგლისის პრემიერ ლიგის 2017/2018 სეზონი  “არსენალის” და “ლესტერის” შეხვედრით გაიხსნება.

გასულ სეზონში ”მეთოფეებმა” Emirates Stadium-ზე ამავე მეტოქეს – 1-0 სძლიეს, ხოლო გასვლით მატჩში ფრედ- 0-0 ითამაშეს.

დედაქალაქელებს  ალექსის სანჩესი, ლორან კოსჩიელნი და გაბრიელ პაულისტა ვერ დაეხმარებიან. ”მელიები” გერმანელ მცველს რობერტ ჰუტს მოისაკლისებენ.

მოახლოებული დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას გამოცდილი რეფერი მაიკ დინი გაუძღვება.

აქვე გთავაზობთ ”არსენალისა” და ”ლესტერის” სავარაუდო სასტარტო შემადგენლობებს და პრემიერ ლიგის პირველ ტურში დაგეგმილი დანარჩენი შეხვედრების განრიგს:

არსენალი: ჩეხი, ჰოლდინგი, მერტეზაკერი, მონრეალი, ბელერინი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჟაკა, ელნენი, ივობი, უელბეკი, ლაკაზეტი

ლესტერი: შმეიხელი, მაგუაირი, მორგანი, ფუხსი, სიმპსონი, ნდიდი, ჯეიმსი, მაჰრეზი, ოლბრაიტონი, ოკაძაკი, ვარდი

12 აგვისტო
15:30 უოტფორდი-ლივერპული
18:00 ჩელსი-ბარნლი
18:00 ვესტ ბრომვიჩი-ბორნმუთი
18:00 საუთჰემპტონი-სუონსი
18:00 კრისტალ პალასი-ჰადერსფილდი
18:00 ევერტონი-სტოკ სიტი
20:30 ბრაიტონი-მანჩესტერ სიტი

13 აგვისტო
16:30 ნიუკასლი-ტოტენჰემი
19:30 მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი