კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

იჰეანაჩომ ”ლესტერთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

”ლესტერ სიტიმ” ნიგერიელ ფორვარდ კელეჩი იჰეანაჩოსთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამ ინფორმაციას ”მელიების” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

ინგლისის ჩემპიონმა მანკუნიანელებს 20 წლის აფრიკელის სანაცვლოდ 27,7 მილიონი ევრო გადაუხადა.

კელეჩი იჰეანაჩომ განვლილ სეზონში ”მანჩესტერ სიტის” რიგებში 29 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 7 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.