კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნეიმარის “პსჟ”-ში გადასვლას გამოეხმაურა

“ბარსელონას” თავდამსხმელი ნეიმარი ამ დღეებში “პსჟ”-სთან კონტრაქტრის გაფორმებას გეგმავს.

პარიზული კლუბის და “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსში იმყოფება, მისთვის ჩვეულ სტილში გამოეხმაურა ბრაზილიელი ფორვარდის ტრანსფერს.

“ნეიმარი “პსჟ”-ში გადადის, რადგანაც ჩემპიონთა ლიგის გმგება სურს? “პსჟ”-ს შემადგენლობაში მე ამ ტურნირის 1/4 ფინალამდე მივედი. გესმით? ყოვლისშემძლე ზლატანი “პსჟ”-ს რიგებში ჩემპიონთა ლიგის თასი ვერ მოიპოვა და ნეიმარი ამას როგორ შეძლებს?” – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა